შეიმუშავეს პრეპარატი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა

წამალი

ინგლისელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს წამალი, რომელმაც  ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა.

სპეციალისტების თქმით, მედიკამენტი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, შედეგები იმედის მომცემია. როგორც ექსპერტები ამბობენ, პრეპარატი ორგანიზმს ქოლესტერინის მოშორებაში ისევე ეხმარება, როგორც  ინიექციური საშუალებები.

მასშტაბურ კვლევაში მონაწილეობას 3 ათასამდე ადამიანი იღებდა.  აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის პროცესში ინოვაციურ მედიკამენტს იღებდნენ, 6 თვის შემდეგ  არასაჭირო ქოლესტერინის დონე 60%-ით შეუმცირდათ.

თუ აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია პრეპარატს დაამტკიცებს, უახლოეს მომავალში ის შეიძლება ქოლესტერინთან საბრძოლველ მთავარ სამკურნალო საშუალებად იქცეს.