„ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას!“ - რას წერს ზურა ბერიკაშვილის ოჯახის წევრი

ზურა ბერიკაშვილი

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. ამას მსახიობის დის შვილი, ანო მაისურაძე გამოეხმაურა.

გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი! ზურიკო ცოცხალია, უკეთესად არის, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას. ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ. მადლობა,“ - დაწერა ანო მაისურაძემ.

გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას მსახიობის მეგობარიც ეხმაურება.

მეგობრებო, კოლეგებო, ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას გთხოვთ, ზურა ბერიკაშვილი ცოცხალია და ყველაფერი იქნება კარგად,“ - დაწერა თამუნა მეფარიშვილმა.

"თურმე, დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. დაიწყო ხროტინი და გული გაუჩერდა... ახლა ჩვენი საშიშროება ტვინია" - მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვიყვება