ნახეთ, რომელ საათზე დაიწყება უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა

მი

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

„ბილეთის ფასი 32 ლარი ანუ 45 პოლონური ზლოტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი, ასევე მობილურის ნომერი და ელფოსტა. მომხმარებელი კუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებს“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 ტურის შემდეგ საქართველო B1 ჯგუფის ლიდერია. „ჯვაროსნებს“ ჩეხეთსა და ალბანეთზე გამარჯვების შემდეგ 6 ქულა აქვთ.