"მუთო, ცუდი სიზმარი ვნახე და ფრთხილად, გთხოვო, მწერდი..." - რას წერს მეგობარი ავარიისას დაღუპულ ლაშა წიქორიძეზე

lasha

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ საზარელ ავტოავარიას ხუთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა; გზიდან გადავარდნილი მანქანა აფეთქდა; 

ოთხი ბიჭი სოფელი გეგუთიდან იყო, გოგონა - ლანჩხუთიდან.

მუთიკო სანებლიძე გარდაცვლილ მეგობარს, ლაშა წიქორიძეს ემოციურად ემშვიდობება.

"3 დღე გავიდა, ლაშუ, შენს გარეშე და უკვე საშინლად მენატრები. აღარც მახსოვს როდის გაგიცანი ჩემო ძმაკაცო, მაგრამ ის კი მახსოვს ბავშობიდან არც ერთი დღე, რომ არ წარმოგვედგინა უერთმანეთოდ და სულ ერთად ვიყავით, ჩემო სიცოხლით სავსე კაცო

შენთან ყველაზე თავისუფლად და იმედიანად ვგრძნობდი თავს. ანომ მომწერა, ბიჭო, გუშინ, რატო დუმხარ მუთიკოოო, რატო არ დებ შენც ლაშასთან ერთად ფოტოებსოო, ხომ ხარ კარგადოო?

არც ფოტოს ვდებდი შენს/ჩვენს და არც აქ შემოვდიოდი, ჩემო გულო, არ მინდოდა ამ ყველაფრის დაჯერება, არ შემეძლო ამის გაანალიზება, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დამანახეს ყველაფერი დღეს, ლაშუნა ჩვენმა ძმებმაა, ბიჭოო;

ცოცხალ-მკვდარია ყველა, ეს რა გვიქენი, ერთმანეთთან ლაპარაკი გვიჭირს, რით გიშველოთ, ჩემო ტკბილოო, თორე ჰო იცი, ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, ჩემო ლამაზო ბიჭო. რითი დავამშვიდოთ ერთმანეთი, დრო ჩვენთვის ვერაფერს განკურნავს ჩემო სათნო ბიჭო, უბრალოდ შენთან შეხვედრის დროს დაველოდებით.

რაც მანქანა ვიყიდე დილაობით მახვედრებდი მონაწერს: "მუთო, ცუდი სიზმარი ვნახე და ფრთხილად, რა, გთხოვ", ყველაფერს განიცდიდი და გულთან მიგქონდა, ჩემო მზრუნველო კაცოო; სულ მეუბნებოდი, წარმომიდგენია, როგორ გამწარდებოდი სანდროს გარდაცვალებითო, ღმერთმა ნუ გამოგაცდევიოს მეორედ ეგეთი სიმწარეო, ბიჭოო… და შენ გამწირე, ლაშუუ, ამისთვის? შენ გამიკეთე ბიჭოო ეს?

შე მაიმუნოო, როგორ გაპატიო ეს ყველაფერიი, მაგრამ შენ ხომ ძალით არ გინდოდა, შენ ხომ პირიქით ყველას გაბედნიერებას ცდილობდი, შენ ხომ დიდი გეგმები გქონდა ცხოვრებაში.

მარტო რო დავრჩებოდით სულ ანოზე იწყებდი ლაპარაკს, ჩემო განსაკუთრებულო ბიჭო, ჰომ შევთანხმდით - თუ მოვიყვანე პირველმა მე ანოია ცოლადო, მაშინ შენ იქნები ჩემი მეჯვარეო თუ არადა, მე - შენიო. მე ჰო ვიცი, რომ ყველაზე მეტად გიყვარდა და გენატრებოდა შენი ანოია ბანოია;

რა ვქნა ახლა, ლაშუ, ანოც მარტო დატოვე; რა ვუთხრათ, რით დავამშვიდოთ, ამას რას მოვესწარიო, ამას როგორ ვიფიქრებდიო, ვერ ვაწყნარებთ, ლაშუ, მაგრამ როგორ გინდა ამ დროს დაწყნარდე, გაგვანადგურე ყველა.

არაფერი არ დაგცალდა, ჩემო ანგელოზო, რამდენ რამეს ვგევმავდით ერთად, ყველაფერზე ერთად ვღადაობდით. რამე თუსასაცილოს ნახავდი ინტერნეტში ყველაფერს მიგზავნიდი და მაჩვენებდი, ჩემო მასხარა. ყველაფერი როგორ გიხდებოდა და ყველაფერი როგორ კარგად გამოგდიოდა, რესტორანში სულ გეხვეწებოდით მე და გოჩუნა იცეკვე, სალტოები გააკეთე თქო, ბევრი ხვეწნის მერე ცეკვავდი, ჩემო ლამაზო ბიჭოო და ყველა გაოცებული გიკრავდა ტაშს.

როგორ გაგიმეტო მიწისთვის ბიჭო, ტკივილი სუნთქვას მიკრავს და ცრემლებს ვერ ვიკავებ; რა ვქნა უშენოდ, როგორ მოვიქცე შენ რო აღარ მეყოლები, ჩემო ჭკვიანო. ვისურვებდი, რომ შენი ხმის გაგონება ისევ შემეძლოს, მენატრება ის მომენტები, როცა ერთად ვიცინოდით, მენატრება შენი ღიმილი, შენი აზრიანი თვალები. უზომოდ მიყვარხარ და წარმოუდგენლად მტკივა უშენობა, ტკივილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.

მალე ჩამოვალ, ლაშუუ და გაგაცილებ ბოლო გზაზე, ჩემო გულო;

რა მაგარია, რომ დაიბადე, რა მაგარია, რო ჩემი ძმაკაცი ხარ. ნახვამდის, ჩემო ლაშუნა, ნახვამდის ბიალიჩ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, მომავალ შეხვედრამდე. 

შენი მუთია"

ასევე დაგაინტერესებთ:

 "ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი

"ჯერ ქალიშვილი გარდაეცვალა; შემდეგ მეუღლე და ვაჟი ფსიქიკურად დაავადდნენ. ამან მსახიობი საბოლოოდ გაანადგურა. შვება კი სასმელში იპოვა..." - ტრაგიკული ფრუნზიკ მკრტჩიანის ცხოვრების დეტალები

„მეზიზღება ის დღეები, რომელიც უშენოდ გათენდება...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ავარიის დროს დაღუპული ბიჭის შეყვარებული