,,ისევ ატირდა ჩემი გეგუთი... საამაყო შვილები დაიღუპნენ..." - რას წერენ ქუთაისში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე სოციალურ ქსელში

შემთხვევა

ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებიდან ირკვევა, ავარიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები ახალგაზრდები ემსხვერპლნენ. 

,,ისევ ატირდა ჩემი გეგუთი... ცა ჩამოგვექცა თავზე, ვაიმე შვილებო...",

,,ვაიმე, რა საშინელი დილა გაუთენდა გეგუთს... იწვის სოფელი მათი ცოდვით",

,,ხუთი სხვადასხვა ოჯახი გაუბედურდა, ხუთივე გეგუთელი".

,,ვაიმეე, ეს რა დიდი ტკივილი ხართ ბიჭებო, რა საშინელი დღე დაგვიდგა გეგუთს... საამაყო შვილები დაიღუპნენ...  თუნდაც ერთი, დიდი ტკივილია... და ეს რა მოხდა...", - წერენ სოციალურ ქსელში. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის აეროპორტთან დღეს, გამთენიისას მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

ავარიის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მძიმეა, კიდევ ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ასევე ნახეთ:

,,ტემპერატურა 40 გრადუსსაც მიაღწევს" - როგორი ამინდი იქნება ივლისსა და აგვისტოში

ავარია ქუთაისის აეროპორტთან - დაღუპულია 5 ადამიანი

ახმეტაში, ოჯახის წევრები ახალგაზრდა კაცს ეძებენ