„მიწა თითქოს წყლად იქცა. წყლად კი არა, უზარმაზარ, შავ ტალღებად... წალეკა და ჩაიხვია სოფელი“ - რას იხსენებს მოქალაქე

რაჭა

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა" ერთ-ერთი მომხმარებელი, გიო თოდა ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„შოვის ტრაგედიამ წლების წინ მომხდარი დიდი ტრაგედია გაგვახსენა. მაშინ როდესაც საქართველოს მთლიანი სოფელი განადგურდა.

თურმე, შოვის ტრაგედიამდე მსგავსი სტიქია დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 32 წლით ადრე გამქრალ სოფელ ხახიეთს, რომელიც 1991 წელს, მიწისძვრის შედეგად, 5 მილიონი კუბური მეტრი მიწით მთლიანად ჩაიმარხა... გაქრა. სოფელი ხახიეთი 29 აპრილის 13 საათსა 13 წუთამდე არსებობდა.
ხახიეთი - 15 წამში გამქრალი სოფელი.

1991 წლის 29 აპრილს რაჭასა და ზემო იმერეთში 7 ბალიანი მიწისძვრა მომხდარა. მიწისძვრამ მთლიანად დამარხა საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი. დაიღუპა მთელი სოფელი, 45 ადამიანი, ყველა, ვინც სოფელში იყო. მხოლოდ 2 გადარჩა ვინც არ იყვნენ იმ მომენტში სოფელში “ორი ბავშვი, რომლებიც სკოლიდან დაბრუნდნენ და სახლის ნაცვლად ლოდები დახვდათო… დიდი უბედურება მოხდა მაშინაც”.

დღეს ხახიეთი აღარ არსებობს, მის ადგილას არის ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს.
სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ხახიეთი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.

„სახლი დაწვა და ადგა“

ამბროლაურის მკვიდრი ნაზი ბიჭიკაშვილი იმ დღეს სამსახურში თათბირზე იყო - საქალაქო საბჭოს აღმასკომში ახალი უფროსი დანიშნეს. იშვიათად კარგი, მზიანი ამინდი იდგა. იმ დღეს თითქოს არც არაფერი უნდა მომხდარიყო ახალ უფროსზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უცებ ძველი შენობის კედლებმა ზანზარი დაიწყეს.

„კიბეებზე ხალხი ერთმანეთს ასწრებდა. ბაღში მყავდა ბიჭი და იქითკენ გავიქეცი. მასწავლებლებს უკვე გარეთ გამოეყვანათ ბავშვები, ეზოში იდგნენ და ყველანი ერთად ბღაოდნენ. კიბეები ისე ზანზარებდა, ფეხს ვერ ვადგამდი, მართლა გეუბნებით, სახლი დაწვა და ადგა. მეზობლების სახლებს ფანჯრები ჩაემსხვრათ, ნაპრალები ჰქონდა ისეთი, ადამიანი შიგ ჩვეულებრივად გაივლიდა. ხალხი საშინელ პანიკაში იყო. ვინ საით გარბოდა, თვითონ არ იცოდნენ. მეც მერე ისევ სამსახურში გავიქეცი. გზაში ვიფიქრე, რაღა მინდა სამსახურში-მეთქი“.

მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე კვირა ხალხი ეზოებსა და კარვებში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნაზი ბიჭიკაშვილმა სამსახური - აღმასკომი - თავის ავტოფარეხში გახსნა, რადგან ძველი შენობა ნანგრევებად იყო ქცეული.
„ჩემი მამამთილი არ გამოდიოდა სახლიდან, სულელები ხართო. დაწვა და დაიძინა პირველ სართულზე. ბავშვი შინ ვერ შემოვიყვანე, ეშინოდა. ჩემი მული საწოლის ქვეშ შეძვრა და იქ იჯდა. გზაზე მანქანები არ გაჩერებულა, ტელეფონები არ მუშაობდა და ყველა აქეთკენ წამოვიდა - ზოგი სახლის, ზოგი ახლობლების სანახავად“.
მაშინდელმა პრესამ შემოინახა ბაგრატ ბერიძის მოგონებაც:

„უეცრად საშინელი ხმა გაისმა ნგრევის, აფეთქების. შევხედე მთა მთლიანად წამოვიდა. მიწა თითქოს წყლად იქცა. წყლად კი არა, უზარმაზარ, შავ ტალღებად. წალეკა და ჩაიხვია სოფელი. ბავშვები, ქალები, სახლები, ბაღები, შინაური ცხოველი. ყველაფერი ერთმანეთში აირია და ქვემოთ ჩამოწვა. ერთბაშად, ერთი თვალის დახამხამებაში გაქრა ოცკომლიანი სოფელი“ („საქართველოს რესპუბლიკა“, მაისი, 1991წ).
ვარაუდობენ, რომ სიტყვა „ხახიეთი“ ხახადან მოდის, მიწამ ხახაში ჩაიტანა ეს ადგილიო. იქ, სადაც მიწისძვრამდე მდინარე ხახიეთისწყალი მოედინებოდა, მძლავრი კლდეზვაური პროცესის შედეგად მასა იყო ჩამოსული. ჩვენი ვარაუდით, ეს ძველი მიწისძვრის შედეგია. ბევრი მეცნიერი, მაგალითად, ივანე კახიძე აფიქსირებს, რომ ადრე, ძლიერი ტექტონიკური პროცესების შედეგად, აქ მდინარე ყვირილასაც კი დინების მიმართულება აქვს შეცვლილი“.


მკვლევარი ამბობს, რომ 1991 წლის შემდეგ ხახიეთის ადგილას ორი ტბა გაჩნდა, რომლებიც შემდეგ კლდიდან ჩამოშლილი ქვებით ამოივსო. მოგვიანებით, დაღუპული 45 ადამიანის პატივსაცემად ხახიეთიდან ორიოდე კილომეტრში, სოფელ სინაგურში, მემორიალი დადგეს.


  ტექსტები კომენტარებიდან:


“მახსოვს ეგ ამბავი..ერთი კაცი გადარჩა მეზობელ სოფელში იყო..ადგილზე მისულს არ დახვდა სოფელი საერთოდ...მანდ კიდევ უფრო სასწაული მოხდა..მიწა გაიხსნა და შთანთქა მთლიანად სოფელი, ისე, რომ კვალიც არ დატოვა” - Lingua Aliena


“ორი ბავშვი, რომლებიც სკოლიდან დაბრუნდნენ და სახლის ნაცვლად ლოდები დახვდათო… დიდი უბედურება მოხდა მაშინაც როგორც ვიცი

შედარება მაინც არ გამოვა ამ ორი შემთხვევის, მას შემდეგ განვითარდა და დაიხვეწა თავის დამცავი საშუალებები, რეაგირების დონე და ანალიზის უნარი, მაგრამ ვცდები, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეხება! ჩვენ ისევ სადღაც ვართ ჩარჩენილები , სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ფასობს იმ ხალხისთვის, ვისი ვალდებულებაცაა ერზე იზრუნოს!”.

ასევე ნახეთ:

„ჩემი ნანატრი...“ - გელა გუტაშვილი შვილებს გლოვობს

ვინ არიან შოვში დაღუპულები - დადასტურებული ინფორმაცი

PHOTO: „დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს…“ - რას იხსენებს ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

„წავიდა ყარალა...“ - სტიქიას შეწირული ბიჭის ამბავი, საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე

წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ცნობილი ბლოგერი

შოვში დაღუპული 18 წლის სამირას მიერ გადაღებული ბოლო ფოტოები

VIDEO - შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების ამსახველი გრაფიკული მასალა გამოქვეყნდა

კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ, 8-10 წუთში - სააგენტოს დასკვნა