დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რაჭის მაღალმთიან სოფელში გადასახლებულმა ახალგაზრდა ბლოგერმა, ნანა აროშიძემ 12 ივლისს დაგეგმილი ქორწილი გააუქმა. ამის მიზეზი რა თქმა უნდა, რაჭაში დატრიალებული ტრაგედიაა.
„ოჯახმა დავილაპარაკეთ და რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, შოვის უდიდესი ტრაგედიის გამო, 12 აგვისტოს დაგეგმილ ქორწილის ვაუქმებთ. არანაირი ზეიმი და სუფრა, დღესასწაული აღარ გვექნება.
ეს ტრაგედია 2 კვირის ან 1 თვის შემდეგაც ასეთი მწარე იქნება და იმედია, არც არასდროს დაგვავიწყდება. არც ერთ თვეში არ მექნება იმის განწყობა, ყველაფერი თავიდან ავაწყო და ყველა თავიდან დავპატიჟო.
ჯვარს მხოლოდ ოჯახის წევრების წრეში ვიწერთ. ჩემი (ემიგრანტი) დედამთილი სანამ აქ არის, გვინდა, ჯვრისწერას დაესწროს. ამდენ ხანს ზუსტად იმიტომ გვქონდა გადადებული, რომ მთელი ოჯახი ეკლესიაში ერთად ვყოფილიყავით,“ - ამბობს ახალგაზრდა ქალი.
ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია (დაღუპული) 18 ადამიანი, იდენტიფიცირებულია - 16. ეძებენ 14-ს, მათ შორის, ბავშვებს.
იდენტიფიცირებულთა არასრული სია: 7 წლის ლუკა დუდაშვილი, ლუკას დედა ნატო ჭელიძე, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, ზაზა მესხის ცოლი ალინა პოლიკოვსკა.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია - შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ასევე ნახეთ:
შოვში დაღუპული 18 წლის სამირას მიერ გადაღებული ბოლო ფოტოები
„ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში...“ - ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება