„ჩემი ნანატრი...“ - გელა გუტაშვილი შვილებს გლოვობს

გუტაშვილები

მარიტა გუტაშვილის ოჯახში, რომელიც ოჯახის 9 წევრს ეძებდა, გლოვაა. გუშინ მისი და-ძმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდების მამა სოციალურ ქსელში შვილების ფოტოს ემოციური წარწერებით აზიარებს.

„ჩემი ნანატრი“; „ჩემი წარმატებული იურისტი“; „ჩემი ვაჟკაცი გოგო“ - წერს გელა გუტაშვილი.

ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია (დაღუპული) 18 ადამიანი, იდენტიფიცირებულია - 16. ეძებენ 14-ს, მათ შორის, ბავშვებს.

იდენტიფიცირებულთა არასრული სია: 7 წლის ლუკა დუდაშვილი, ლუკას დედა ნატო ჭელიძე, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, ზაზა მესხის ცოლი ალინა პოლიკოვსკა.

სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია - შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე ნახეთ:

PHOTO: „დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს…“ - რას იხსენებს ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

„წავიდა ყარალა...“ - სტიქიას შეწირული ბიჭის ამბავი, საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე

წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ცნობილი ბლოგერი

შოვში დაღუპული 18 წლის სამირას მიერ გადაღებული ბოლო ფოტოები

VIDEO - შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების ამსახველი გრაფიკული მასალა გამოქვეყნდა

კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ, 8-10 წუთში - სააგენტოს დასკვნა