დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი.
შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ყარალაშვილია.
„წავიდა ყარალა... არა მხოლოდ უბრალოდ კარგი ადამიანი, საოცარი ღირებულების პარტიოტი და მომავლის მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ!“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობარი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი ყარალაშვილმა, სწავლა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, დიზაინისა და ინტერაქტიული მულტიმედიის მიმართულებით გააგრძელა.
გიორგი ამბობდა, რომ მისი ჰობი კედლის მხატვრობა და გრაფიკული დიზაინია, სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობდა საქართველოშიც.
სწავლის გასაგრძელებლად სააპლიკაციო პროცესი Etudes en France საიტზე გაიარა, სადაც მაქსიმუმ 7 ფრანგულ უნივერსიტეტში ჰქონდა საბუთების გაგზავნის საშუალება, რის შედეგადაც მან დადებითი პასუხი მიიღო სორბონის, ბორდოსა და ტულონის უნივერსიტეტებისგან.
გარდა კედლის მხატვრობის და გრაფიკული დიზაინისა, ის ასევე წლების მანძილზე დაკავებული იყო მოხალისეობრივი საქმიანობით. ის სხვადასხვა დაწესებულებებში მოხალისედ მუშაობდა.
ასევე ნახეთ:
შოვში დაღუპული 18 წლის სამირას მიერ გადაღებული ბოლო ფოტოები
„ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში...“ - ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება