მედვედჩუკი ახლა გვაძლევს ჩვენებებს, ჰყვება ყველაფერს - ოლექსი დანილოვი

მედვედჩუკი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და პრორუსული პარტიის ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, უკვე ჩვენებებს იძლევა იმის შესახებ, თუ ვისთან მუშაობდა.

„მედვედჩუკი ახლა გვაძლევს ჩვენებებს, ჰყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა, როგორ გამოიმუშავებდა. მედვედჩუკი აქ  "რუხი კარდინალი" უნდა ყოფილიყო, როგორც იყო მთელი ცხოვრება, კუჩმას დროდან დაწყებული. ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს რომ კუჩმას დროიდან ნაყოფიერად და ხარისხიანად ემუშავა, მედვედჩუკი კუჩმას დროიდან უკვე გისოსებს მიღმა იქნებოდა,"- განაცხადა დანილოვმა.

ვიქტორ მედვეჩუკს​ 2021 წლის მაისიდან შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. იგი ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.

სხვა სიახლეები