„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს. ინფორმაციას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ.
„მე ვიქტორ ვლადიმერის ძე მედვედჩუკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართავ თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ მოახდინოს ჩემი გაცვლა მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით იმყოფებიან იქ და არ აქვთ უსაფრთხოდ გამოსვლის შესაძლებლობა ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით“, – განაცხადა მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში.