დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუს ოლიგარქ აბრამოვიჩთან დაკავშირებული ერთი იახტა თურქეთში, ბოდრუმში ჩერდება და მეორე საბერძნეთში, ერთ-ერთ კუნძულთან ფიქსირდება, რომელიც ასევე, თურქეთთან ახლოსაა - ამ ინფორმაციას ცნობილი გავლენიანი გამოცემა REUTER ავრცელებს.
"იახტა სანქცირებულ რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. დღეს, 21 მარტს, თურქეთში, სამხრეთ-დასავლეთით, ზღვისპირა ქალაქ ბოდრუმში, ევროკავშირის წყლებში იახტა გემების თვალთვალის მონაცემების პროგრამამ დააფიქსირა.
აბრამოვიჩი იმ რამდენიმე რუს მილიარდერს შორისაა, რომელიც გასულ კვირას, ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა, მათ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებმა იახტები და სხვა ფუფუნების აქტივები ჩამოართვეს.
მსოფლიო მთავრობები პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი მოკავშირეების იზოლირებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ცდილობენ, რომელსაც კრემლი "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.
გასულ კვირას, აბრამოვიჩი მოსკოვში მას შემდეგ ჩაფრინდა, რაც სტამბოლი თავისი პირადი თვითმფრინავით დატოვა. ფრენის თვალთვალის მონაცემების მიხედვით, ეს მისი მეორე მოგზაურობა იყო.
140 მეტრიანი (460 ფუტი) იახტა Solaris, რომელიც ბერმუდის დროშის ქვეშ მიცურავს, Marine Traffic-ის მიხედვით, ბარსელონა 8 მარტს დატოვა, სადაც რუსი ოლიგარქის გემი გემთმშენებლობის ბაზაზე გარემონტების მიზნით იმყოფებოდა.
აბრამოვიჩის ზღვის ტრანსპორტი ადრიატიკის საკურორტო ქალაქ ტივატში 13 მარტს გაემგზავრა, თურქეთის შემდეგ, ბოლო დღეებში, კუნძულ კრეტაზე დაფიქსირდა.
დღეს, იახტა, როგორც ჩანს, საკურორტო ქალაქ დატკას მიმართულებით მიემართებოდა, მაგრამ ქალაქ ბოდრუმში გაჩერდა.
"იახტა გერმანულ გემთმშენებელ ქარხანაში დამზადდა და ზღვაში პირველად, გასული წლის დასაწყისში გავიდა. ეს აბრამოვიჩის საკუთრებაში არსებული იახტების ერთ-ერთი სერიაა", - ნათქვამია ფუფუნების საქონლის გამოცემებში SuperYachtFan-ში, SuperYacht-სა და Forbes-ში.
"მეორე იახტა, რომელიც დაკავშირებულია მილიარდერ აბრამოვიჩთან Eclipse გახლავთ, რომელიც ამჟამად, საბერძნეთის კუნძულ კარპათოსის სამხრეთით ცურავს, თუმცა, ისიც თურქეთისკენ მიმავალ გზაზეა", - იტყობინება Marine Traffic.