რას წერს თვითმხილველი, ავტობუსში დაჭრის ფაქტზე: „65 წლის, ოთხჯერ ნასამართლევმა კაცმა მოქალაქეს ორჯერ ესროლა“ - მამაკაცი უკვე დაკავებულია

დაჭრა

აქტივისტი ანნა ქართლელიშვილი სოციალურ ქსელში ჭავჭავაძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე წერს.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს.

დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა (მისივე თქმით) კაცმა ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს.

პოლიცია ავტობუსის გაჩერებიდან 6-7 წუთში მივიდა დანაშაულია ადგილზე, ხოლო ადამიანი, რომელმაც მიზანმიმართულად ორჯერ გაისროლა მეორე ადამიანის მისამართით ადგილიდან მშვიდად და აუღელვებლად მიიმალა“, - წერს ანნა ქართლელიშვილი. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, გამოძიება სსსკ-ის 236-ე და სსსკ-ის 118-ე მუხლებით დაიწყო. 

ჩვენი ინფორმაციით დაკავებული მამაკაცი 65 წლისაა და მან ავტობუსის მგზავრს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა.