პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს მის მიერ გაკეთებული პრორუსული განცხადებები შეახსენეს.
„ამ პოლიტიკანს დაავიწყდა რომ სულ „მთლად“ პუტინს აღუთქვა 2018 წელს „უბლოკო“ სტატუსი საქართველოსთვის.
ჰოდა ახალგაზრდებს ამ ტიპის პოლიტიკანებმა რომ არ მოუწოდონ აჯობებს. იციან ახალგაზრდებმა და აჩვენეს კიდეც უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, რომ მაგრები არიან, ბევრნი იყვნენ, გამოვიდნენ, გამოვლენ და ზუსტად იციან სად და როდის“, - აცხადებს დეპუტატი თაკო ჩარკვიანი.
ბურჯანაძეს დღეს 2015 წელს გაკეთებული განცხადებაც გაახსენეს, სადაც ის ოკუპირებულ ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად აცხადებდა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ ის პრეზიდენტი გახდება, აღიარებს თუ არა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, ბურჯანაძემ უპასუხა: „ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს შეუქცევადი პროცესია".
ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად „პოროშენკოს გადაწყვეტილება არ ყოფილა".
„ვფიქრობ, ეს ამერიკული პროექტის ნაწილია - რაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქართველოში, უნდა განახორციელონ უკრაინაში. დასავლეთში მოქმედებს პრინციპი: თუ პრორუსი ხარ, შენი მოკვლა და დაპატიმრება შეიძლება, ნამცხვრებით არავინ გაგიმასპინძლდება. თუ რუსეთს აგინებ, შენთვის ყველაფერი შეიძლება. ყოველთვის მწამდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ როდესაც ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ დემონსტრაციებს ვატარებდით, დასავლეთმა ის დაიცვა, ამერიკის ელჩმა დემონსტრაციის დარბევას მწვანე შუქი აუნთო. და როცა ქალბატონი ნულანდი მაიდანზე ნამცხვრებით დავინახე, ეს ამაზრზენი იყო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.