დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მოცეკვავე და ჩოხოსანი, ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ომარი უფალთან შესახვედრად გაემგზავრა...“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გევრდზე მისი შვილიშვილი დეიკო მხეიძე წერს:
"მე ბაბუა აღარ მყავს, საქართველოს - დიდი ადამიანი. ახლა ნამდვილად ბევრს იქეიფებს თავის დიდ მეგობრებთან ერთად, ბევრს იცეკვებს, ბევრს იმღერებს..."
ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი(ხელმძღვანელი ჯ. ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე(ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა; არის კინოკომპანია "ჯიმ შვანთეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989წწ. თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი; ქართული რეპერტუარი: "ხევსურული სიუიტა", "მხედრული", "შეჯიბრი", "მუხამბაზი", "მთიელ ვაჟთა ცეკვა", "ქაჯეთის აღება"; გასტროლები: 87 ქვეყანა ანსამბლთან ერთად.
მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: "წლის ადამიანი" (გაზეთი "რაეო", 2005), "ქართული კულტურის ამაგდარი" (ქ. თბილისის მერია, 2009), "ქართული კულტურის რაინდი" (საქ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საპატიო სიგელი "სახალხო სიყვარული", როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია "სახალხო დიპლომატია", 2014), "საუკუნის მოცეკვავე" (საქ. ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), "ხელოვნების ქურუმი" (საქ. კულტურის სამინისტრო, 2015), პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა "ქართული გალობა", 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა - "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება". 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⇒ „მარიკუნას ოთხშაბათს ჩამოასვენებენ...“ - ბიძა, ილია ფერაძე გარდაცვლილ ძმისშვილზე
⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება