რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
გერმანიის ბუნდესტაგმა სამხედრო სამსახურის ახალი კანონი დაამტკიცა. რეფორმა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას და ნატო-ს ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას ითვალისწინებს.
კენჭისყრას წინ უძღოდა რეფორმის გარშემო რამდენიმეთვიანი ცხარე დებატი. კანონი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის ორი ვარიანტის შემოღებას. პირველ რიგში, მოხდება ნებაყოფლობით საფუძველზე გაწვევა, რისთვისაც გაიზრდება დაფინანსება, რათა სამხედრო სამსახური უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის. ამასთან, თუ ვერ მოხერხდება საჭირო რაოდენობის მიღწევა მოხალისეობრივ საფუძველზე, შესაძლებელი იქნება პარლამენტის მიერ საჭიროებაზე დაფუძნებული სამხედრო გაწვევის გამოცხადება. ამისთვის ბუნდესტაგში დამატებითი კენჭისყრა იქნება საჭირო.
თავდაცვის სამინისტრო გაწვევის მაჩვენებლებს პარლამენტს ყოველ ექვს თვეში წარუდგენს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის მიზანია რეფორმის ფარგლებში ქვეყნის არმიაში აქტიური სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 2035 წლისთვის 80 000-ით გაზრდა, რათა მათმა რიცხვმა 260 000-ს შეადგინოს. რეზერვისტების რაოდენობა კი 200 000 უნდა იყოს.რეფორმის ფარგლებში 2008 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ყველა მამაკაცი გაივლის სამედიცინო შემოწმებას.