პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
39 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა. მარიკუნას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და მწუხარებას გამოთქვამენ.
მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის გარდაცვლილი ქალიშვილის, მარიკუნა მიქატაძის შვილი დედის კადრებს აქვეყნებს.
მარიკუნას ძმა, გიორგი ფერაძე გაზეთ „პრაიმტაიმის“ არქივის ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ გაიცნო პირველად მარიკუნა და რა რეაქცია ჰქონდა.
„ბიძაჩემმა მითხრა, როცა ჩაგეხუტე, შენი კისრიდან ჩემი ძმის სუნი ვიგრძენიო. კისერი ხომ პულსაციისა და ფლუიდების ადგილია. ბიძაჩემს მაგრად რომ ჩავეხვიე, ჩვენი გენი თითქოს შეერთდა. საშინლად ღელავდა, განიცდიდა, გაგიჟებული იყო. მითხრა, შენ გადი პირველი, აბა, თუ გიცნობენო. ნინკა და მისი ქმარი ვიცანი, მაგრამ, მათ გარდა, კიდევ 15 ადამიანი იდგა. მსახიობები, მამას მეგობრები... მთელი აეროპორტი მე მელოდა... თოჯინასავით მატრიალებდნენ აქეთ-იქით, მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ. და ყველა ერთს გაიძახოდა - ვაიმე, როგორ ჰგავს გიას! იცით, საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა რამ გადამაწყვეტინა? ამ საოცრებამ, ჩემმა დამ. ის საჩუქარია. ახლა უკვე, როგორ ხარო, რომ მეუბნებიან, ვპასუხობ: ღვთიურად-მეთქი. არ ვხუმრობ. მე აქ უნდა ვიცხოვრო. მამას საფლავზე რომ მივდიოდით, მანქანაში ვისხედით, სხვადასხვა მიმართულებით ვიყურებოდით, ხელი ჩაკიდებული გვქონდა და ორივეს ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლები. მე ვგრძნობდი, როგორ დუღდა მარიკუნას შინაგანი სამყარო. იმ წამს ჩვენ ღრმა და ნამდვილი გრძნობა გვაერთიანებდა. მერე მამის საფლავზე ვისხედით და სულიერად გავიწმინდეთ.
ბიძა, ილია ფერაძე ამბობს, რომ ბოლო დროს მარიკუნას მათ ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ტრაგედიის შესახებ კი სოციალურ ქსელში გაიგო. „ერთადერთი რაც ვიცი, ოთხშაბათს ჩამოასვენებენ“,- ამბობს ილია ფერაძე ambebi.ge-სთან.
ასევე ნახეთ
„ბევრ ჭორს გაავრცელებენ, რეალობა და სიმართლე ერთია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძეზე