„გაყინული ვარ რამდენიმე საათია და ვერაფერს ვამბობ“ - მოულოდნელად გარდაცვლილ ჟურნალისტს კოლეგები ემშვიდობებიან

მარიცა კვანტალიანი

34 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი არხის სპორტის მიმართულების პროდიუსერი, მარიცა კვანტალიანი. სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა. თავზარდამცემ ამბავს ეხმიანებიან გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგები, მეგობრები, ნაცნობები.

„გაყინული ვარ რამდენიმე საათია და ვერაფერს ვამბობ. 8 ივლისს ვნახე ბოლოს, მისი ცხოვრების ბოლო აქტიურ დღეს. ჩვეულ ხალისით, ენერგიით და სითბოთი შემხვდა. რანაირად უნდა დავიჯეროთ, სამყაროს უსამართლობას საზღვრები არ აქვს“,- წერს ხატია ცარციძე.

„ჩვენი მარიცა ... ყველგან და ყველასადმი მხოლოდ სითბოს რომ აფრქვევდა... ძალიან მტკივა გული, ასეთი სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ადამიანი 34 წლის ასაკში კი არა, სულაც უკვდავი უნდა იყოს“,-წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

შემაშფოთებელი კადრები ვერეს სასაფლაოდან - „უცნაურად შემოსილ-შეღებილი სუბიექტები შეუნიშნავთ იმ ღამეს“

„ეს ვიდეო გადაღებულია ავარიამდე ორი დღით ადრე... აქ იყო ჩვენი მასპინძელი, აქ იყო ბედნიერი გიორგი რატიანი...“ - გივიკო დიდია

⇒  სკანდალური მიმოწერა, სადაც ბიძა ადასტურებს, რომ 15 წლის გოგოს სექსუალურად ავიწროებდა - „ბებიამ იცოდა და მოზარდს გაჩუმებას აიძულებდა“