ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
დეკანოზი საბა ჭიკაიძე შიშებთან დაკავშირებით, თავისი ლექციების ფეისბუქ გვერდზე, საინტერესოდ ქადაგებს; სასულიერო პირის განმარტებით, შიში საკუთარ გარდაცვალებაზე ან ახლობლების დაკარგვის შიში, ბოროტი ძალების მიერაა შთაგონებული. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი კი არა, ეშმაკისგან წამოსული ნეგატიური ფიქრებია და მას უნდა ვებრძოლოთ.
დეკანოზი საბა ჭიკაიძე: შიშები ერთგვარი აკვიატებაა, ადამიანებს ეშინიათ ახლობლის გარდაცვალების, ოჯახის წევრებს არაფერი დაემართოთ, ფიქრობენ საკუთარ გარდაცვალებაზე; ზოგი ფსიქიატრს აკითხავს, ფსიქოლოგს აკითხავს; სამედიცინო ტერმინით ეს ობსესიური აშლილობაა; მე ვცდილობ ეს ყველაფერი სულიერ ჭრილში დავინახო, ეს არის ბოროტი ძალის მიერ თავს მოხვეული ფიქრები და აზრები, რომელიც ადამიანს საკუთარი ჰგონია. მოდი, შევთანხმდეთ ერთ რამეზე: ეშმაკმა ყველა ჩვენი სისუსტე კარგად იცის, ამიტომ მოხერხებულად მოგვივლის და მარტივად ახერხებს ჩვენს დამარცხებას;
ადამიანი ბოროტ ძალას ვერ ხედავს, სამაგიეროდ, განიცდის იმ ფიქრებს, რომელიც მის გონებაში შემოდის... ადამიანი თვლის, რომ ეს ყველაფერი მის თავში ხდება;
არსებობს განსაკუთრებული ეშმაკი, რომელსაც წმინდა მამები "გმობის ეშმაკს" ეძახიან; ეს არის უთავხედესი ეშმაკი, რომელსაც შეუძლია სიწმინდეების მიმართ ისეთი საშინელი აზრები მოგაწოდოს, მეტი რომ არ შეიძლება; თუ შენ არ ფიქრობ, რომ ეს ბოროტი ძალაა, შეიძლება სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს;
ერთ გოგონას ჰქონდა საშინელი გულისთქმები სიწმინდეების მიმართ; სასოწარკვეთილებამდე იყო მისული და თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონდა; სულზე მივასწარით; დიდხანს დამჭირდა მასთან საუბარი, რომ გამეგებინებინა, რომ ეს მისი აზრები არ იყო; როგორ? ეს ფიქრები ხომ ჩემს თავში მოდის?! აბა, ჩემს გარდა ვინ არისო? ღვთის ნებით, დავანახე, რომ ბოროტი ძალა, სამწუხაროდ, რეალურია და მას შეუძლია ჩვენს თავში უამრავი აზრის ისე მოწოდება და წარმოშობა, რომ გამოუცდელი ადამიანი ჩათვლის, რომ ეს აზრები, ყველა მისია;
რთულია, ამას გაუმკლავდე, შეიძლება ჩათვალო, რომ ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ დედამიწის ზურგზე. ასეთ დროს მედიკამენტი ნაკლებად ეფექტურია. ეფექტურია სულიერ ჭრილში ხედვა და საკუთარი თავის იმ ფიქრებისგან გამიჯვნა, რომელიც ბოროტ ძალას მოაქვს;
უპირველესად უნდა დაიჯერო, რასაც ვამბობ. შემდეგ უკვე ამის გამიჯვნა იოლია, რადგან სიმშვიდე შემოდის შენში, რადგანაც იცი, რომ ეს აზრები შენ არ გეკუთვნის, არამედ, გარედან არის შემოსული, რომელსაც შენ უნდა უთხრა უარი;
ეშმაკს არა თუ აზრების მოწოდება, გულისთქმების აღძვრაც კი შეუძლია, შეგრძნებების გაჩენაც შეუძლია, განცდების მოტანა შეუძლია. კარგად იცის შენი დაცემული ბუნების მართვა;
გამოცდილი ასკეტი წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს ფიქრები შენ არ ხარ, სანამ შენი ნება არ მიიდრიკება მისკენ; ამიტომ კარგად უნდა ჩაუღრმავდე შენს თავს, ეს შენი არჩევანია თუ არა? თავს უნდა ჰკითხო, ეთანხმები? ეს გინდა? თუ ეთანხმები ამ ფიქრებს, ეს უკვე შენი ცოდვაა და სამუშაო გაქვს თავთან; თუ ხვდები, რომ ასეთი არ ხარ, ამ ფიქრებს უნდა შეებრძოლო, უნდა მიხვდე, რომ ეს ბოროტი ძალაა, რომელიც ცდილობს დაგაჯეროს, რომ ეს შენი ფიქრებია;
შებრძოლება ლოცვით შეგიძლია, ეს იქნება "უფალო, შემიწყალენ", "მამაო, ჩვენო", შენი პირადი სიტყვებით თხოვნა, რომ ღმერთი შეგეწიოს და მოგცეს ძალა, რომ ამ შემოტევას გაუმკლავდე.
ეს არის ბრძოლა, რომელშიც უნდა იბრძოლო და გაიმარჯვო. იცოდეთ, რომ ეს სულიერი ბრძოლის ველია და აქ მედიკამენტებით ბევრს ვერაფერს გახდებით;
ასევე დაგაინტერესებთ: "ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის" - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება