1728312638
„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის" - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
წმინდა მამების ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამის ნიშნები, უფრო და უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ეს დრო შორს არ უნდა იყოს; მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულობები – მათი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ მეორე მოსვლას მოასწავებს.
როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:
"თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ, უბრალოდ ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს ადვილად გადავიტანთ.
ისინი, არ დაიწყებენ, ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, იტყვიან ისინი, ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ. იმ წლებს გადავიტანთ: თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას, ვინაიდან დიდი მარაგისგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება;
მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.
ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ.
რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს - სამი წელი, სამწელიწადნახევარი; რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.
მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.
ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.”
ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)
ასევე ნახეთ:
„შვილი არ მიჩნდება...“ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს