დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მოქალაქეები სტიქიის ადგილზე ტაძრის აგების ინიციატივით გამოდიან.
„აიგოს შოვის ადგილას ტაძარი, სამლოცველო, წმინდა ადგილი, მოსალოცი, არ ვიცი, რამე, რაც ამ ჯოჯოხეთს გადაფარავს. ორი წლის მერე სასტუმრო არა, ბავშვების გვამებზე. აქციეთ მყინვარწვერის სამიზნე სალოცავად“ - წერს ერთ-ერთი მოქალაქე და მის ინიციატივას სხვებიც უერთდებიან.
ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია (დაღუპული) 18 ადამიანი, იდენტიფიცირებულია - 16. ეძებენ 14-ს, მათ შორის, ბავშვებს.
იდენტიფიცირებულთა არასრული სია: 7 წლის ლუკა დუდაშვილი, ლუკას დედა ნატო ჭელიძე, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, ზაზა მესხის ცოლი ალინა პოლიკოვსკა.
სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია - შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ასევე ნახეთ:
VIDEO - შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების ამსახველი გრაფიკული მასალა გამოქვეყნდა
„ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში...“ - ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება
ფოტო: „მთის ამბები“