პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამა თეიმურაზ ქორიძის ქადაგებების მოსმენა რომ არავის სწყინდება, ეს კარგად ჩანს სოციალურ ქსელში. ბოლო დღეებია ახალგაზრდა მღვდლის ვიდეოებს უამრავი გაზიარება აქვს. ამ მხრივ აქტიურობენ სასულიერო პირებიც. მათთვისაც გვარიანი გამოფხიზლებაა 30 წლის მღვდლის ასე მოულოდნელი გარდაცვალება; მით უფრო, ასე სიყვარულის მთესველი მოძღვრისა.
***
მამა თეიმურაზ ქორიძე: ხშირად უკითხავთ ჩემთვის - მამაო, რატომ არ ვარ ბედნიერი ?
მე კი ვეკითხები: - რას აკეთებ იმისათვის, რომ ბედნიერი იყო ?
იცით რა არის პასუხი? ყველაფერი... გარდა იმისა, რასაც ბედნიერება მოაქვს...
- შვილები მყავს, კარგი სამსახური მაქვს, არ ვიტყუები, ცუდი არაფერი გამიკეთებია, ყველას ვეხმარები, წირვაზე დავდივარ და ა.შ.
ვაწყვეტინებ და კვლავ ვეკითხები:
- რას ევედრები უფალს?
პასუხად კი, ისევ იმავეს ვიღებ... კარგად ვიყო, ჩემს ირგვლივ ყველა კარგად იყოს და ა.შ.
კვლავ ვუსვამ შეკითხვას:
- რას გულისხმობ კარგად ყოფნაში?
- აი, არ გვიჭირდეს, ჯანმრთელები ვიყოთ და ისევ საკაცობრიო ჩამონათვალი...
ხედავ, ჩემო კარგო, ამდენი კითხვისა და პასუხის დროს არც ერთხელ გიხსენებია ღმერთი. . .
დამდგარხარ ოდესმე ხატის წინ და გითქვამს უფლისათვის, რომ გიყვარს? . . . გიყვარს და არაფერს ითხოვ მისგან, რამეთუ მან იცის შენი მისაგებელი...?
მადლობა გითქვამს უფლისათვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ იმით, რაც გაქვს?
ღმერთთან ურთიერთობა - გასტრონომთან ურთიერთობა არ არის, მხოლოდ საჭიროებისათვის რომ მივმართავდეთ მას...
თუ მადლობელი არ ხარ იმით, რაც გაქვს, თუ ერთხელაც არ გითქვამს უფლისათვის - რომ გიყვარს, თუ სიყვარული და მადლიერება არ არის შენს გულში შემოქმედისა, ვისგანაც გებოძა უნარი ბედნიერებისა, მაშინ როგორღა იქნები ბედნიერი?
სრული ბედნიერება სიყვარულშია და ჭეშმარიტი სიყვარული კი - თავად სიყვარულის პირველ წყაროსთან ურთიერთობით იშვება ადამიანში.
ღმერთთან სიახლოვის გარეშე - არ არსებობს ბედნიერება...
ასევე დაგაინტერესებთ:
"მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი...“ - ფაქტები საოცარი მამა თეიმურაზის ცხოვრებიდან
მამა თეიმურაზის ცხედარი წმინდა დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს