გიორგი კახიანი რადიკალებზე: ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას ვაღიარებთ იმ მომენტიდან, რაც მან პოლიტიკური ვექტორი შეიცვალაო. ანუ, მათი მხრიდან ლეგიტიმურობის საკითხი თურმე დამოკიდებული ყოფილა იმაზე, სალომე ზურაბიშვილი უჭერდა მათ მხარს თუ არა

 გიორგი კახიანი

ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას ვაღიარებთ იმ მომენტიდან, რაც მან პოლიტიკური დამოკიდებულება, პოლიტიკური ვექტორი შეიცვალაო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

გიორგი კახიანის თქმით, მათი მხრიდან ლეგიტიმურობის საკითხი თურმე დამოკიდებული ყოფილა იმაზე, სალომე ზურაბიშვილი უჭერდა მათ მხარს თუ არ უჭერდა.

„ისინი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას ვაღიარებთ იმ მომენტიდან, რაც მან პოლიტიკური დამოკიდებულება, პოლიტიკური ვექტორი შეიცვალაო. ანუ, მათი მხრიდან ლეგიტიმურობის საკითხი თურმე დამოკიდებული ყოფილა იმაზე, სალომე ზურაბიშვილი უჭერდა მათ მხარს თუ არ უჭერდა.

სანქციებთან დაკავშირებითაც სრულიად სხვადასხვა პასუხები ჰქონდათ. ისინი დადიოდნენ ქვეყნის გარეთ. ეს იქნება ევროკავშირის ბიუროკრატია თუ ა.შ. ცდილობდნენ ხელისუფლების დასანქცირებას, რათა შემდეგ ეს გამხდარიყო ხელისუფლებაზე ზეწოლის შესაძლებლობა, ქვეყნის შიგნით გარკვეული არეულობების მოწყობა და ა.შ. ასეთი მიდგომა ზოგმა პარტიამ უარყო, თითქოს ასეთი მცდელობები არ ჰქონიათ და ზოგი სრულიად გაუგებრად გაურბოდა ამ კითხვაზე პასუხს“, - აღნიშნა მან.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. მოსარჩელე მხარე მოპასუხე მხარეს კონკრეტულ კითხვებს უსვამს. მათ შორის, შეკითხვები ძალადობრივ აქციებს ეხებოდა.

✕