დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ვიდეო ჩართვაში მარიამობის მარხვის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მოძღვარი აღნიშნავს, რომ შარშან, ღვთისმშობლის სახელობის მარხვამ სულიერ განსაცდელს გადაარჩინა. მოუწოდებს მრევლს, რომ ეს ორკვირიანი მარხვა, დედაღვთისმშობლის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად შეინახონ.
მამა შალვა კეკელია: ეს პატარა, ორკვირიანი მარხვა ძალიან მნიშვნელოვანი მარხვაა. რახან ზაფხულია, ბევრი არ ინახავს ამ მარხვას. თავს იმართლებენ, ზაფხულია, ვისვენებთო. და პატივისცემას არ გამოხატავენ ჩვენი დედა ღვთისმშობლის მიმართ. უნდა გავიაზროთ, რისთვის ვმარხულობთ ამ მარხვაში. ჩვენ ყველას გვჭირდება ღვთის შეწევნა, წყალობა და განსაკუთრებით, დედაღვთისმშობლის შემწეობა. დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ყველაფერია ჩვენთვის. გვისმენს და მის მიმართ წარმოთქმულ ყველა ჩვენს ლოცვას ისმენს. როგორც დედა არ გაწირავს შვილს და მისთვის ყველანაირი შვილია მისაღები, ისე გვეხმარება და გვწყალობს დედა ღვთისმშობელი. ადამიანმა მის მიმართ უდიდესი პატივისცემა უნდა გამოხატო. თუ გიყვარს დედა ღვთისმშობელი, მე ვერ წარმომიდგენია ქრისტიანი, ღვთისმშობლის მარხვას არ ინახავდეს და მის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავდეს. თუ მისი წყალობა და შემწეობა გინდათ, გამოხატეთ მისადმი პატივისცემა და იმარხულეთ ეს მარხვა. ღმერთმა შეგაძლებინოთ მისი შენახვა.
ეს მარხვა ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შარშან, როდესაც მარიამობის მარხვა დაიწყო, დიდი სულიერი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სულიერი პრობლემები მქონდა. ბრძოლა გავიარე და შარშან ამ დროს, ეს მარხვა ძალიან დამეხმარა, უმძიმესი სულიერი მდგომარეობიდან გამომიყვანა. რომ არა დედა ღვთისმშობელი და რომ არა ეს მარხვა, მე შეიძლება დღეს მღვდელიც არ ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება დღეს სულ სხვანაირად წასულიყო. მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და ამ ორკვირიან მარხვას, რომელიც ბოლომდე კიდევ არ მქონდა გააზრებული. შარშანდელმა მარხვამ დამანახა მისი ძალა და ღვთისმშობლის საოცარი წყალობა, მისი დედური განცდა და ზრუნვა, რომელიც ჩემს თავზე გამოვცადე. ჩემში სულიერი ბრძოლები გადატეხა და ეს ყველაფერი დაასრულა.
მინდა თქვენს ცხოვრებაშიც გარდამტეხი იყოს ეს მარხვა. შეცვალოს თქვენი ცხოვრება დედაღვთისმშობლის მარხვამ და კიდევ უფრო დაგაახლოვოთ ღმერთთან, დედაღვთისმშობელთან, ჩვენს ამ დიდ სიყვარულთან.
ღმერთმა გაგახაროთ, ბედნიერები გამყოფოთ და სიკეთე არ მოგაკლოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: