"მამაჩემს ხილვა ჰქონდა, ეს ავარია თავიდან ბოლომდე ნახა. მე უნდა დავღუპულიყავი, თეონა კი…" - გიო მგელაძის მეუღლის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა

mgeadze

21 წლის წინ, 4 სექტემბერს, რეჟისორ გიო მგელაძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - ავტოავარიას ემსხვერპლა მისი მეუღლე; თეონას დედამ ამ ფაქტს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა (ფანჯრიდან გადახტა), ხოლო დედამთილი პანაშვიდებზე გულის შეტევით გარდაიცვალა. 

21 წლის წინანდელი საბედისწერო მგზავრობისას, ფოთის ხეივანში მიმავალ მანქანაში ისხდნენ თეონა, გიო და ნინია კაკაბაძე, რომელიც საჭეს მართავდა.

"მამაჩემს ხილვა ჰქონდა და ეს ავარია თავიდან ბოლომდე ნახა. გზაში ვიყავით, რომ დამირეკა… ასე რომ, არავის ბრალი არ არის ის ავარია.

ჩემი მხარე დაეტაკა ხეს და ხე მანქანაში შემოვიდა. წესით, მე უნდა დავღუპულიყავი. მთლიანად დავილეწე, თეონა კი…" - ძველ ინტერვიუში ჰყვებოდა გიო.

გიოს და თეონას ვაჟი ლუკა 31 წლისაა. წყვილის სიყვარულის ისტორია კი, ქალაქში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო...

გიო მგელაძე ძველ ინტერვიუებში საყვარელ ქალს ასე იხსენებდა: "თეონა ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამიმართლა, ძალიან მაგარ გოგონებთან მქონია ურთიერთობა. არავის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ თეონა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია.

თეონასთან ვიგრძენი, სიყვარულის ხარისხი სულ იცვლებოდა. ოღონდ "დაუნ" (ქვევით) - არა, "აფ'" (ზევით). 13 წელი ვიყავით ერთად და კი არ გამქრალა სიყვარული, უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი.

უშრეტი ენერგია ჰქონდა. სანამ გავიღვიძებდით, ამხელა სახლი მთლიანად ბზინავდა. მინიმუმი, ხუთი სახეობის კერძი გაკეთებული ჰქონდა და ხატავდა უკვე. მისი უამრავი ნახატი მაქვს სახლში კედლებზე.

კინორეჟისორი გია რევიშვილი ფილმ "კვირა დღეს" იღებდა და მთავარ როლს მე ვთამაშობდი. ამ ფილმში ერთი სიუჟეტია, სადაც ჩემი გმირი გოგოს გამო ჩხუბობს. თეონა იმ დროს მოვიდა გადაღებაზე. გავიცანი თუ არა, რაღაც მოხდა. იმავე დღეს ავადექი სახლში და ეს სიყვარული იმ დღის მერე აღარც დამთავრებულა, ისევ გრძელდება. მან მაჩვენა, რომ შეიძლება სიყვარული გახუნდეს კი არა, ყოველდღე უფრო და უფრო გაძლიერდეს".

ტრადიცია, რომელსაც ყოველ 17 მარტს გიო ზედმიწევნით ასრულებს, ყვავილების საფლავზე მირთმევა და ტაძარში პანაშვიდის გადახდაა.

და 21 წლის შემდეგ გიო "პრაიმტაიმის" მკითხველს თეონაზე უყვება;

გიო მგელაძე: ერთადერთხელ დამესიზმრა. თეთრი შენობები იყო, ხალხიც თეთრებში იყო გამოწყობილი. თეონა დაიკარგა, ვეძებდი, ვეძახდი და ვერ ვიპოვე.

იცით, დრო სტატიურია, ცხოვრება ცხოვრებაა და ის უამრავი პროცესები, რასაც გავდივართ, პირველ ემოციებს აქარვებს, ცვეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება, დარდი, სევდა, მონატრება კლებულობსავით და უფრო გაცნობიერებულად უყურებ სხვადასხვა რაკურსიდან. რაკურსები იცვლება ჩვენთან ერთად.

ტკივილი აძლიერებს... კიდევ კარგი, რომ გაძლიერებს ის, რაც არ გკლავს. როგორ ვატარებ არ ვიცი, მაგრამ ჯვარს რომ ვატარებ, ვიცი. არ არის მძიმე. ნელ-ნელა შემსუბუქდა. სხვა ფორმა მიიღო. ემოცია შედარებით ცივმა გაცნობიერებამ ჩაანაცვლა. 

- ძველ ინტერვიუებში ამბობდით, იქნებ კიდევ მოვიდეს ჩემს ცხოვრებაში სიყვარულიო.

- რა თქმა უნდა, მოვიდა... ორი წელია აღარ ვარ მარტო. ვცხოვრობ ჩემს მეორე ნახევართან, ლიზა ვაჩნაძესთან ერთად.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"კლინიკური სიკვდილის მერე, დამირეკა და მითხრა: ნუ გეშინია, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, სანამ..." - ლანა ღოღობერიძე გია ყანჩელზე

"ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი; თურმე ფრუნზიკა..." - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანზე

„დაიცავი ეს, ნიჭისგან, სიყვარულისგან დაუცველი კაცი და ამით დამიცავი მე“ - მამუკა ჩარკვიანი 68 წლის გახდა

"თემურის გარდაცვალების შემდეგ, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ…" - რას გვიმხელს მაკა მახარაძე ნანი ჩიქვინიძესთან ურთიერთობაზე

"კახი, ჯემალი და გურამი - სამივე ჰყავს ნაცემ-ნატყეპი, იუდა ისკარიოტელებს ეძახდა" - ზინაიდა კვერენჩხილაძე 91 წლის გახდებოდა