„მაინც დამტოვა...“ - ეკა ჩხეიძე მამას ემშვიდობება

ჩხეიძე

თემურ ჩხეიძეს საზოგადოება ემშვიდობება. ცნობილ რეჟისორს 9 ივნისს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.

მაინც დამტოვა, - წერს თემურ ჩხეიძის ქალიშვილი,  ეკა ჩხეიძე. მსახიობს სამძიმარი უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა:

„ძალიან საწყენია, დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის.. გისამძიმრებთ“; „ვიზიარებ მწუხარებას! ძალიან მეწყინა, მისი სახელი მარადისობას გაჰყვება და მომავალ თაობებს გაუნათებს სავალ გზას....“; „ძალიან მეწყინა, ეკა ჩემო კარგო.. სამწუხაროა, რომ ბატონ თემურთან ურთიერთობის ბედნიერება ამქვეყნად აღარავის აღარ მოგვეცემა....“ - წერენ მოქალაქეები.

ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თემურ ჩხეიძე 5 ივნისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ასევე ნახეთ:

👉 კიბოს დამარცხება უკვე შესაძლებელია - ახალი თერაპია, რომელმაც ონკოლოგიური პაციენტების 100% განკურნა 

👉 „... თუ სადმე ამ პოსტს გადააწყდი, აუცილებლად შემეხმიანე“ - ვის ეძებს მომღერალი ზურა მანჯავიძე

👉 „გაწვალდა საწყალი, შეუძლებელი გავაკეთეთ“ - თემურ ჩხეიძე სავარაუდოდ სეფსისით გარდაიცვალა