რამდენად იყიდით დოლარს და ევროს - 15 ოქტომბრის ვალუტის კურსი
1728937198
საქართველომ დღეს სახალხო არტისტი თემურ ჩხეიძე დაკარგა.
მას ექიმები რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ და ჩხეიძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
„პრაიმთაიმს“ თემურ ჩხეიძის მდგომარეობის შესახებ კარდიოლოგიური კლინიკა გულის ხელმძღვანელი ანზორ მელია ესაუბრა.
„ჩვენთან გაიკეთა ძალიან რთული, მძიმე ოპერაცია. სამი დღე იყო ასეთ მდგომარეობაში განშრევება ჰქონდა აორტის. ძალიან მძიმე ლეტალობა იყო მოსალოდნელი ოპერაციაზე. ჩვემს კლინიკაში ხელი მარტო ავსტრიელმა ქირურგმა მოკიდა, ბრწყინვალედ გააკეთა ოპერაცია, მდგომარეობა შედარებით კარგად იყო მაგრამ რადგან სამი დღე იყო მძიმე მდგომარეობაში ამან გამოიწვია სხვადასხვა ორგანოებიდან სისხლდენა. ჩვენს კლინიკაში იყო სადღაც 2 კვირა, შემდეგ სისხლდენები დაეწყო და დავუდგინეთ, რომ ნაწლავიდან დაეწყო სისხლდენა და სჭირდებოდა სასწრაფოდ ოპერაცია, ამიტომ ჯერარსის კლინიკაში გადაიყვანეს. იქ გაუკეთდა ოპერაცია და იმის შემდეგ 5 დღე იცოცხლა საწყალმა.
რეჟისორი, რომელმაც ნახევარი საუკუნე თეატრს მიუძღვნა - 78 წლის ასაკში, თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა
ძალიან გაწვალდა. გულის მხრივ ისე კარგად იყო, კონტაქტში შემოდიოდა.
ის რომ ცირკულაცია, სისხლის მიწოდება დარღვეული იყო ნაწლავებში, მთავარი აორტა იყო განშრევებული და ამან გამოიწვია ეს მდგომარეობა და ალბათ სეფსისი განვითარდებოდა რა თქმა უნდა. რაღა ამას დაემართა ყველაფერი, უკვე ბრძოლის უნარიანობა არ ჰქონდა საწყალს, შეუძლებელი გავაკეთეთ ჩვენც და იმათმაც. ყველაფერი სტაბილურად იყოო, მართვითი სუნთქვიდან უნდა მოგვეხსნაო, მაგრამ სისხლდენა დაეწყო“, - ამბობს ანზორ მელია.