გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ონკოლოგიაში თანამედროვე მიღწევები ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა, New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მეცნიერებმა სიმსივნესთან ბრძოლის თერაპია შექმნეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც თერაპიის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, აცხადებენ, რომ მკურნალობის პროცესში მონაწილე ონკოლოგიური პაციენტები სრულად განიკურნენ.
საქმე ეხება მედიკამენტ "დოსტარლიმაბის" გამოყენებას, რომელიც მონოკლონური ანტისხეულია. ის PD-1-ად წოდებულ ცილას უტევს, რომელიც PD-L1-თან ერთად, სიმსივნის გარეთ იმუნური სისტემისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის, რის გამოც სიმსივნე შეუფერხებლად იზრდება. უკეთ გასაგები რომ იყოს, PD-1-ს შეუძლია T ლიმფოციტები "უდანაშაულო" უჯრედების განადგურებისგან შეაკავოს, მაგრამ სიმსივნე ამ ფუნქციას თავის სასიკეთოდ წარმართავს.
ნახეთ ვიდეო ⇓
ამ გზის აღმოჩენის შემდეგ შეიქმნა იმუნოთერაპია, რომელიც თრგუნავს PD-1-ს (PD-1 ბლოკადა)და ხსნის T უჯრედების პოტენციალს კიბოს უჯრედების ამოცნობისა და განადგურების მიზნით.
კვლევაში, ნაწლავის სიმსივნის მქონე 16 ადამიანი ჩაერთო, რომელმაც მკურნალობის 6 თვიანი კურსი გაიარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ 12 პაციენტის ორგანიზმში, რომელმაც კურსი სრულად გაიარა, სიმსივნური უჯრედები არც 1 წლის შემდეგ დაფიქსირებულა.
რაც შეხება მკურნალობის გვერდით მოვლენებს, ექიმების განცხადებით, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, თუმცა ექსპერიმენტში მონაწილე 16 პაციენტიდან 12-ს განუვითარდა გარკვეული სახის გამონაყარი და აღენიშნებოდა დაღლილობა.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტიდან მიღებული შედეგები დამაიმედებელია და დამაჯერებელი საფუძველია იმისთვის, რომ შემდეგში ცდის არეალი უფრო მეტად გაფართოვდეს.