,,მაღალი ცხელებით მიმდინარეობს... გართულებული შემთხვევებიც გვაქვს" - რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

ბავშვი გადასხმა

მაღალი ტემპერატურით, ხველებით, ბავშვებში ვირუსი აღინიშნება, რაც ფილტვების ანთებით სწრაფად რთულდება და საერთო სისუსტეს იწვევს.

ამ თემაზე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში რაიმე ახალი ტიპის ვირუსი, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა, არ ცირკულირებს.

,,ბოლო პერიოდში ბაქტერიული ინფექციით ბევრი ბავშვი წვება კლინიკაში, რომლებსაც სისხლში ნეიტროფილოზი აღენიშნებათ, მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი ტემპერატურა აქვთ. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ფილტვების ანთებითა და საშარდე გზების ინფექციებით არ რთულდება.

საშუალოდ, დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში 30-40 პაციენტი მოგვმართავს, მაგრამ, რა საკვირველია, ყველა კლინიკაში არ წვება, ჰოსპიტალიზაციას ბავშვების 1/3 საჭიროებს. ასევე, ქვეყანაში სხვადასხვა სეზონური ვირუსი ცირკულირებს, მათ შორისა, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის შემთხვევებიც, რომლებიც ასევე მაღალი ცხელებით მიმდინარეობს. ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს, გართულებად შესაძლოა, ფილტვების ანთება განვითარდეს.

სამწუხაროდ, გართულებული შემთხვევებიც გვაქვს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს. კორონავირუსული ინფექციის შემდეგ, იმდენად დაქვეითებული აქვთ ადამიანებს იმუნიტეტი, რომ ბავშვები მარტივად ავადდებიან და დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე, ყველა ინფექცია შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. ერთ-ერთი გართულება კი შესაძლოა, როგორც აღვნიშნეთ, პნევმონია იყოს. უმართავი მაღალი ტემპერატურის, შეუპოვარი ხველის შემთხვევაში, აუცილებელია, ექიმს მიმართოთ და კონსულტაცია გაიაროთ." - გვითხრა მაია ჩხაიძემ.

ასევე ნახეთ:

👉 გაფრთხილება! ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

👉 VIDEO: ,,არგუმენტები არ გაქვს, თავს ვერ დაიცავ" - მერიემი დიასას

👉VIDEO: შოკის მომგვრელი კადრები სტიქიის ზონიდან - რა ხდება ადგილზე

👉 ,,სიკვდილო, ვინ წაგვართვი?! არ დააცადე, ბედნიერი ყოფილიყო..."

👉 ,,ჩვენი უსაყვარლესი ზურა ექიმი... დაუჯერებელია..." - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია