პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
62 წლის ასაკში, გარდაიცვალა ექიმი ონკოლოგი, ენდოსკოპისტი ზურა ჩხეიძე.
,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებული ექიმი - ზურა ჩხეიძე.
გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ღირსეული ქართველი, საუკეთესო ექიმი, არაჩვეულებრივი მეგობარი და კოლეგა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს. მისი უდროოდ წასვლა უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის...
ღმერთმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
პოსტის ქვეშ არ წყდება კოლეგების, ახლობლების და პაციენტების კომენტარები...
,,მართლაც გამორჩეული ადამიანი და ექიმი, ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა".
,,ჩვენი უსაყვარლესი ზურა ექიმი, დაუჯერებელია...".
,,დიდებული, ნამდვილი ადამიანი. ყველას რომ უყვარდა, ყველასთვის სითბო რომ აქვს ნაჩუქარი. უფალო გაუნათე ცათა სასუფეველი".
,,როგორ დაგვწყვიტა გული ჩვენმა საუკეთესო ზურა ექიმმა...", - წერენ კომენტარებში.
ასევე ნახეთ:
👉,,სიკვდილო, ვინ წაგვართვი?! არ დააცადე, ბედნიერი ყოფილიყო..."
👉აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
👉თბილისში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ახალგაზრდა კაცი