1735193700
სტიქია ადიგენში - ძლიერმა სეტყვამ 12 სოფელი დააზარალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია იყო.
ძლიერმა სეტყვამ 12 სოფელში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის სახურავები, გზები და ხიდები დააზიანა. სტიქიისაგან დაზარალებულ სოფლებში ვითარებას ადგილზე ეცნობიან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
"12 სოფელი დაისეტყვა, ყველაზე მეტად დაზარალდა - ფხერო, ზემო ენთელი და ქვემო ენთელი. როგორც კი საშუალება მოგვეცა, სეტყვამ გადაიღო, მაშინვე წამოვედით სოფლებში. საკმაოდ დააზიანა სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ზარალის დათვლა დაიწყება და მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს", - განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
ასევე ნახეთ:
👉VIDEO: შოკის მომგვრელი კადრები სტიქიის ზონიდან - რა ხდება ადგილზე
👉შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება
👉,,სიკვდილო, ვინ წაგვართვი?! არ დააცადე, ბედნიერი ყოფილიყო..."
👉,,ჩვენი უსაყვარლესი ზურა ექიმი... დაუჯერებელია..." - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931