„ლომივით ბიჭი იყო, ჯანიანი, როხროხა...“ - ალეკო ელისაშვილი უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზე

ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„კიევში შემთხვევით შევხვდით, მამამისისგან ვიცოდი რომ იქ იყო, იბრძოდა! ლომივით ბიჭი იყო, ჯანიანი, როხროხა – ნაღდი ქართველი მეომარი!

სხვანაირი, ლეგენდარული აჩიკო ხოფერიას შვილი ვერ იქნებოდა! რუსებს ამ ბიჭის სისხლზეც უნდა ვაგებინოთ პასუხი! დიდება შენს სახელს ძმაო ჯაბა! დიდება გმირებს!“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

ასევე ნახეთ: არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან - მეგობარი უკრაინაში დაღუპულ მებრძოლზე