VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ცნობას შვილის დაღუპვის შესახებ მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში...
ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა...
ჩვენ ვერ გაგვტეხენ... ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება...
მტრებს ყველაფერი წინ აქვთ...
და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ...
მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..", - წერს დაღუპული მებრძოლის მამა.
ჯამბულათ ხოფერია 27-ე ქართველია, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინაში ემსხვერპლა.