მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოკუპანტების შეტევას ჯამბულათ ხოფერიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში, დაღუპული ჯარისკაცის მამამ გაავრცელა. ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველია.
ქართველი მებრძოლის დაღუპვას მეგობარი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეთ. ასეთი იყო, როცა გავიცანი. თითქმის 20 წლის წინ.კლასში რომ შემოდიოდა, მერხები ზანზარებდნენ. ასეთი იყო თავიდანვე, დიდი. ჩვენ მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. და ასეც იყო სულ. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი. მერე უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩავთვალე, კლასს კი არა, მთელ საქართველოს გადაეფარა. მეხუთე კლასში ვიყავით, რაგბის თამაში რომ დაიწყო და ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე, ვინმეს რომ დაეჯახოს, ის ადამიანი ვეღარ ადგება-მეთქი. უკრაინაში რომ წავიდა, გავაფრთხილე მაგრად დაეჯახე, იცოდე, ყველას და მჯეროდა, რომ ერთი დაჯახებითაც გამუსრავდა რუსებს. და მპირდებოდა, არ დავაკლებო და მეც ვიცოდი, რომ მისთვის უკან ნაბიჯი არ არსებობდა. 27 თებერვალს უკვე კიევში იყო. გაგანია ომში. ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა არ ეშინია? რანაირად არ ეშინია? რა გული აქვს ასეთი? და ეგ უზარმაზარი გული გაჩერდა დღეს.ჯაბას თავისი ბიძის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სახელი ერქვა. დაგვისვამდა ხოლმე ბავშვებს და გვიყვებოდა ბიძის და მამის გმირობების შესახებ და ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, როგორ შეეძლო არნახულის ასეთი ემოციით გადმოცემა. მეხუთე კლასელს ძარღვები ასკდებოდა საფეთქელზე, როცა რუსეთის ბოროტებას გვიყვებოდა და თვალები ენთებოდა საქართველოს და გმირი ქართველების სიყვარულზე ლაპარაკისას.თავის გვერდზე ეწერა : "როგორ აღესრულა ის? სჯობს გიამბო თუ როგორ იცხოვრა მან". არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან. გმირულად და სამშობლოს სიყვარულით. და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს.საუკუნოდ მის დიდებაში გავატარებ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას. მშვიდობით, მეგობარო!“,- წერს ქეთა ბაღაშვილი.