პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„იზოლაციის გასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ პისიარი და დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაიგოთ ვირუსის ფაზის შესახებ ლაბორატორიაში, სადაც ტესტი გაიკეთეთ იქ გეტყვიან. და აი სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამამული - თუ ფაზა 30 ის ქვევითაა ისევ აქტიურია ვირუსი ანუ გადამდები ხართ“ -ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ლატარიის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოტრჯებსკაია წერს.
„კოვიდის ფაზების შესახებ თუ გსმენიათ რამე??
ანუ რა ხდება - იზოლაციის გასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ პისიარი და დადებითი პასუხის შემთხვევაში ( რაც ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში სავსებით შესაძლებელია), აუცილებლად უნდა გაიგოთ ვირუსის ფაზის შესახებ ლაბორატორიაში, სადაც ტესტი გაიკეთეთ იქ გეტყვიან. და აი სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამამული - თუ ფაზა 30 ის ქვევითაა ისევ აქტიურია ვირუსი ანუ გადამდები ხართ!!
და თუ აზრზე არ ვართ ამ ფაზების შესახებ, გვიხარია იზოლაცია რომ გაგვივიდა, გარეთ გავდივართ, ვმოძრაობთ და ისე ვაინფიცირებთ გარშემომყოფებს რომ აზრზე ვერ მოვდივართ!!!!!
მართლა სერიოზულად მაინტერესებს რატომ არ ეუბნებიან ამის შესახებ საზოგადოებას, რატომ არ ატარებენ საგანმანათლებლო კამპანიას??
მეც ხვალ გამდიოდა იზოლაციის ვადა, მაგრამ რადგან ერთ-ერთი სიმპტომი კვლავ გამიაქტიურდა ჩემს მეგობართან დავიჩივლე და იმას რომ არ ეთქვა წადი ფაზები დაადგინეო, ხვალ წავიდოდი სამსახურში ჩემი 24 ე ფაზით და ხალხს დავაინფიცირებდი!“, - წერს ნინო პოტრჯებსკაია.