დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეპიდსიტუაციის ბოლო დღეები მაჩვენებლები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ყველაფერი ეს, მიუთითებს რომ ჩვენ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში 15 თებერვალს კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 51 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 33.7%ია.