დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ომიკრონის“ ტალღის მიმდინარეობისას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
„ვაქცინაციის პროგრამა მთავარ იარაღად რჩება. რა თქმა უნდა, ვაქცინების გამოყენება კვლავაც პირველი ინსტრუმენტი იქნება პანდემიის მართვაში - როგორც ჩვენთან, ისევე ბევრ სხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში, ვაქცინების ათვისება დაბალია.
„ომიკრონის“ პირობებში, შეიძლება, ეს იმით აიხსნას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ ბუსტერ დოზა ან ვაქცინაცია დაეწყოთ, ეს გადავადდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ ტალღის ჩავლის შემდეგ კვლავაც იქნება ახალი, აღმავალი ეტაპი ვაქცინაციის პროგრამაში, რადგან ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ომიკრონის“ ტალღის მიმდინარეობისას. რაც შეეხება ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს გადაცემაზე - აღმოჩნდა, რომ ეს შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს. ამდენად, რეკომენდაციები ისევ ძალაშია - ბუსტერ დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პირებისთვის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.