უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, დილის 11 საათზე უნდა გამოცხადდეს. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, დაცვის მხარე კი ერთადერთ ობიექტურ გადაწყვეტილებად გამამართლებელ განაჩენს თვლის.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესები უკვე თითქმის 3 წელია მიმდინარეობს. "ლელოს" დამფუძნებლებთან ერთად ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც, მას პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
"ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს იმ ნივთმტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ და ეს არ არის მხოლოდ ჩემი სურვილი, ობიექტურად ასეა, ეს არის გამამართლებელი გადაწყვეტილება. ამის იქით ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნება კანონთან შეუსაბამო და უსამართლო.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ნამდვილად მიაჩნიათ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი," - განაცხადა ადვოკატმა.