11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1728588267
კახეთი ნიუ-იორკ თაიმსის წლის მთავარ სამოგზაურო რუბრიკაში მოხვდა.
„ახალი ნელსურნელება და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ სოფლებსა და მწვანე ველებზე",- წერს New York Times-ი.
„ღვინის მოყვარულებს კახეთში, ვაზისუბნისა და კარდანახის მსგავს მამულებში გთავაზობთ დეგუსტაციას - ახალი ღვინოების აღმოჩენის შანსს კავკასიონის მიერ მოქცეული პაწაწინა ქალაქებისა და მწვანე ხეობების ლანდშაფტში. ბევრი ღვინო მზადდება ქვევრის ტრადიციული წვეტიანი თიხის ჭურჭელში, რომლებიც მიწაშია ჩაფლული.
გამოცდილების დასამატებლად, ადგილობრივმა მზარეულებმა დაიწყეს კულინარიის გაკვეთილების შეთავაზება, სადაც გასტრონომებს შეუძლიათ ისწავლონ ხინკლის და სხვა კერძების მომზადება, რასაც ჟურნალმა Saveur-მა უწოდა „ევროპის შესანიშნავი უცვლელი სამზარეულო“,- წერია რუბრიკაში.
New York Times-ის რუბრიკაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 52 რეგიონია წარმოდგენილი.