დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს ის მნიშვნელოვანი რამ, რაც ეკლესიის მიერ ნებადართულია: თუკი ჩვენ თვალწინ მოუნათლავი ადამიანი იღუპება და გამოუვალი სიტუაციაა, ამ შემთხვევაში, საერო პირს შეუძლია ნათლობის საიდუმლო შეასრულოს, ოღონდ გარკვეული პირობის გათვალისწინებით.
ვიცით, რომ ცხონებისთვის, აუცილებელია, ყოველი ადამიანი მოინათლოს ეკლესიური წესით და თანაც სამღვდელო, სასულიერო პირის მიერ, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები: თუ გარკვეული მიზეზის გამო არ ხერხდება მომაკვდავისთვის მღვდლის მოყვანა, ის კი ითხოვს მონათვლას, მაშინ აუცილებელიც არის, რომ მომაკვდავთან მყოფმა მართლმადიდებელმა, მონათლულმა საერო ადამიანმა (ნებისმიერი ასაკის კაცმა ან ქალმა) მონათლოს იგი.
შესაძლოა, იქვე წყალიც არ იყოს და ქვიშითაც (მიწა) მოხდეს ნათლობა.
ნათლობის ფორმულა კი ამგვარია:
ადამიანმა უნდა წარმოთქვას: "ნათელს იღებს მონა (ან მხევალი) ღვთისა (სახელი), სახელითა მამისათა (დავასხამთ თავზე წყალს), ამინ და ძისათა (დავასხამთ თავზე წყალს), ამინ და სულისა წმიდისათა (დავასხამთ თავზე წყალს), ამინ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!".
ნათლობის ფორმულის აღსრულების დროს არც ერთი სხვა სიტყვა არ უნდა იქნას წარმოთქმული.
ასეთი ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი გარდაიცვალა, ის მონათლულად ჩაითვლება, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მღვდელმა დაასრულოს ნათლობის წესი.
ნათლობა საღვთო საიდუმლოებაა, ისევე როგორც ჯვრისწერა, მღვდლობა. თუმცა, შეიძლება ადამიანმა არ იქორწინოს თავისი ცხოვრების განმავლობაში და არც ღვთის მსახური გახდეს, მაგრამ მისი სული ცხონდეს, მოუნათლავი ადამიანი კი არ ცხონდება.
ამდენად, მომაკვდავის დახმარება დიდ სიკეთეში გვეთვლება...
ასევე დაგაინტერესებთ: