გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნათლია უნდა იყოს ერთი და ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე დასაშვებია 2 ნათლიის ყოლაც, კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური ეხმაურება.
როგორც მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს, აქამდე ნათლიად მხოლოდ ერთ, ან ორ ადამიანს აყენებდა და ამის გამო ბევრი განაწყენებულა კიდეც.
„ჩემს ტაძრებში დღემდე ასე იყო რომ ნათლიად ერთ, ან ორ ადამიანს ვაყენებდით და ბევრი განაწყენებული წასულა, რადგან ზოგს სამი ნათლია უნდოდა, ზოგს ოთხი. ერთხელ ერთი „მარშრუტკა“ ნათლიებიც მოიყვანეს. უარს ვეუბნებოდი და „სხვაგან რომ შეიძლება“.
ნოემბრის სინოდით როგორც იქნა წერტილი დაესვა ამ საკითხს: „ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით ნათლია უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც მამაკაცი და ქალი; საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია ნათლიად კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“ - ამბობს სასულიერო პირი.