1740251310
ვისაც სინოდის განჩინებამდე ჰქონდა დაგეგმილი ნათლობები , მათზე ნათლიების რაოდენობაზე დაშვებულია გამონაკლისი - დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი

რას ითვალისწინებს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც ორ ნათლიაზე მეტს კრძალავს. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილმა განმარტა როდის ამოქმედდება სინოდის განჩინება და ძალაში რჩება თუ არა იმ ადამიანების ნათლიების ფუნქცია, რომლებსაც 2-ზე მეტი ნათლია ჰყავთ.
„სინოდის წევრებისგან და პატრიარქისგანაც არის კურთხევა, რომ ვისაც უკვე ჩანიშნული ჰქონდა ნათლობა ან უკვე დაგეგმილი ჰქონდა სინოდის განჩინების შემდეგ უახლოეს მომავალში ნათლობები, გამონაკლისი არის დაშვებული. თუ შეზღუდავენ [ნათლიების რაოდენობას], კარგია. თუ არა, ეს გამონაკლისი დაშვებულია უახლოესი 1, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
კითხვა გაჩნდა იმაზე, ვისაც უკვე ჰყავს მრავალი ნათლია - 5, 7 ან უფრო მეტი, დაკარგა თუ არა იმ ნათლიების ფუნქციამ ძალა. რა თქმა უნდა, ძალა არ დაუკარგია. ეს ყველაფერი ძალაშია. ეს ნორმა დანერგილი იქნება სინოდის განჩინების შემდეგ“, - განმარტა დეკანოზმა.
წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში ნათქვამია, რომ ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა კი ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ:
უპრეცედენტო გადაწყვეტილება - „პრაიმ ჰაუსიდან“ წასულ მონაწილეებს უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ