VIDEO: „ზოგჯერ, ადამიანს რაღაცაზე გული ეტკინება და მერე საერთოდ ავიწყდება ლოცვა, ღმერთის მადლიერება..." - რაზე იქადაგა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ

mam giorgi

შაბათს, სიონის საკათედრო ტაძარში, ლოცვის დასრულების შემდეგ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ღვთისნიერებაზე იქადაგა. ტაძრის წინამძღვარმა მრევლს შეახსენა, რომ წირვა-ლოცვაზე სიარულის გარეშე, ღვთისნიერება შეუძლებელია.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძე: უნდა ვიაროთ წირვა-ლოცვაზე. ვიყოთ გულმოდგინედ. 

წირვა-ლოცვაზე სიარულის გარეშე მორწმუნეობა და ღვთისნიერება შეუძლებელია. მსახურებას რომ ვესწრებით, ყურადღებით უნდა ვიყოთ. გვაქვს შემთხვევები ადამიანი წირვაზე დადის და მერე ისე უღმერთოდ იქცევა, რომ შეიძლება გული გაგისკდეს ადამიანს.

ღვთისნიერება წვალებით მიიღწევა. შენი შრომის გარეშე და თავისით, ვერ მოვა, შეუძლებელია. შენ თავზე უნდა იმუშაო. თავი უნდა გამოსცადო, შეისწავლო, შეიცნო, რამდენად ცოცხალი რწმენა გაქვს. ზოგჯერ არის, რომ ადამიანს რაღაცაზე გული ეტკინება და საერთოდ ავიწყდება ლოცვა, ღმერთის მადლიერება. საკუთარ თავს საღმრთო პიროვნებად არ გარდაქმნის.

მოკლედ, ეს რომ ასე ადვილი იყოს, ყველა ღვთისნიერი იქნებოდა. 

პატრიარქი ყველას გვაჩვენებს ღვთისნიერების მაგალითს. ძალიან გულმოდგინე უნდა იყო, რომ ღვთისნიერი გახდე. 

***

გახსოვთ ღმერთის ტანჯვა? თვალწინ გაქვთ ეს? პატივს მიაგებთ და მადლიერი ხართ მისი? ტკივილში გმადლობთ ღმერთს, ღმერთო, დიდი მადლობა ყველაფრისთვისო? 

ღმერთმა ყველა გაგაძლიეროთ და არ დაიზაროთ წირვა-ლოცვა. არ დაიზაროთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

ცოდვების მოსანანიებლად ორმოში ჩადიოდა. ამ დროს კარი სულ ჩაკეტილი ჰქონდა. ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა და...“ - 2 ნოემბერი წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეა

"დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა..." - 26 ოქტომბერს ჩვენი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატს განადიდებს

"თუნდაც ახლოს ყუმბარა აფეთქდეს, ტყვია გავარდეს - ვერანაირი უბედურება შენ ვერ შეგეხება…" - მამა ვიტალის რჩევით, რა ლოცვები გვიცავს დილაობით