„ის არ ჰგავს არც გრიპს და არც კორონავირუსს“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „მაიმუნის ვირუსის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ „საგანგაშო არაფერია. თუმცა, ნამდვილად საყურადღებოა“. 

„სანერვიულო ნამდვილად არაფერია განსაკუთრებით საქართველოში ვინც ცხოვრობთ. ნუ გეშინიათ. ეს ვირუსი აფრიკიდან წამოვიდა. ფართო მოსახლეობისთვის ინფექციის რისკი დაბალია, #MonkeypoxVirus მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის. მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის ვირუსების ოჯახიდან, რომელსაც მუტაციისკენ მიდრეკილება არ ახასიათებს და ის არ ჰგავს არც გრიპს და არც კორონავირუსს.

მიიღეთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან: აგერ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე, აგერ - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და აგერ - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ისე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაზე სანდო წყაროა, ოღონდ, მართლა,“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.