VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ფოთში, გურიის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ველოსიპედით ცდილობდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვნა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
„11 წლის მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით იქნა კლინიკაში მოთავსებული, მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.