შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ეს სტატია შენთვისაა. ქორწილი, ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ დღეა. იმისათვის, რომ ეს დღესასწაული თქვენთან ერთად სტუმრებისთვისსაც დაუვიწყარ მოგონებად დარჩეს, ბანალურისგან, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს.
ბოლო წლების ტრენდს თუ გავითვალისწინებთ, ტრადიციული ქორწილები არატრადიციულმა და ორიგინალურმა ჩაანაცვლა. ქორწილი ზღვის სანაპიროზე, წყალზე, წყლის ქვეშ, ჰაერში, ტყეში და კიდევ ვინ სად აღარ... ეს არასრული ჩამონათვალია იმ ლოკაციების, სადაც ბოლო პერიოდში ქორწილები გამართულა, მაგრამ, არის ერთი მომენტი.
ხშირად, ორიგინალურ იდეას განხორციელების სირთულე ახლავს. აი მათ კი ვისაც არაორდინარული ქორწილის გადახდა სურს, საბერძნეთში, ალონისოსის მუნიციპალიტეტმა (კუნძული ეგეოსის ზღვაში, ჩრდილოეთ სპორადების არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული) ვალენტინის დღეს ორიგინალური იდეის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მათი ინფორმაციით, ამიერიდან მთელი წლის განმავლობაში მსურველებს შეუძლიათ წყალქვეშ, ზღვის ფსკერზე მოაწყონ ქორწილი, ნიშნობა და ამისთვის დიდი ფინანსური რესურსიც არ დასჭირდებათ.