1727944755
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს და მთელ საქართველოს - სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„85 წლის ასაკში, ჩემი უფროსი მეგობარი, პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. უდიდესია მისი წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში.
„თუ ვინმე დიდი
კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე
ერის სადიადოა,
- გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?
- ადამიანი მაინც მარტოა!"-რეზო ამაშუკელი
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს და მთელ საქართველოს“, - წერს სუბარი.
პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.