რას წერდა ზურა კენჭიაშვილი, იგივე Mr. Zura, დაკავებამდე სოციალურ ქსელში

ფოტო

ზურა კენჭიაშვილმა, იგივე Mr. Zura, დაკავებამდე სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერდა: 

„საეჭვოდ გადაადგილდებიან ჩვენ ეზოსთან...“

 

@kargiakargiakargia1971 #SIXSEVENGEORGIAGOODGOOD #FORIYOUGLOBAL #VIRAL67 #FYP ♬ String Array - Margo Tully

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, რომელიც სოციალური ქსელ „ტიკტოკის“ მეშვეობით შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირების და განსჯადობის გათვალისწინებით წარედგინა სასამართლოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ზურაბ კენჭიაშვილს მიესაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა, 20 დღის ვადით.

✕