ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი

ქუთაისი

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა. მემორიალთან გაიმართა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმში დაცული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტომასალა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივგების მიზნით, ქუთაისში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.        

✕