„გული გამეგლიჯა და ვერ ვსუნთქავ...“ - გუდაურში გარდაცვლილ ექიმს კოლეგა ემოციურად ემშვიდობება

გარდაცვლილი ექიმი

გუდაურში 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიას ორი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ვენეცკია. მას სოციალურ ქსელში კოლეგა, თამუნა ლალიაშვილი ემოციურად ემშვიდობება.

„გიო, იმას ვდარდობდი ამხელა ტრაგედია მოხდა-თქო და თურმე შენ დაღუპულხარ... გული გამეგლიჯა და ვერ ვსუნთქავ, ძალიან პოზიტიურო და უმაგრესო ექიმო არ ვიცი რა ვთქვა... მენანები და ძალიან მომენატრები... ღმერთმა ნათელში გამყოფოს ბედნიერი ვარ რომ გიცნობდი ...", - წერს თამუნა ლალიაშვილი.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.​ ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.